თავში

შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას დამხვდა - ეკა ხერხეულიძე

შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას დამხვდა - ეკა ხერხეულიძე
შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას დამხვდა - ეკა ხერხეულიძე

ენმ-ის წევრის, ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შედარებით კარგად არის. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას მე იქ დამხვდა. პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით",- განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან ეკა ხერხეულიძის ცნობით, სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია და ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

"მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში. 

2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უცხოელი ექიმი პასუხს ელოდება, შედგებოდა თუ არა სააკაშვილთან შეხვედრა. განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ არ უშვებენ ამ ადამინს", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system