თავში

შედგა კორუფციული გარიგება კახა კალაძესა და IPSOS-ის მაღალჩინოსანს შორის

შედგა კორუფციული გარიგება კახა კალაძესა და IPSOS-ის მაღალჩინოსანს შორის
შედგა კორუფციული გარიგება კახა კალაძესა და IPSOS-ის მაღალჩინოსანს შორის

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოქტომბრის დასაწყისში კორუფციული გარიგება შედგა IPSOS-ის მაღალჩინოსანსა და კახა კალაძეს შორის, მიზანი კი ეგზიტპოლების ჩაშლა იყო. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"საერთაშორისო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დამკვეთის თანხმობის გარეშე საერთოდ რამე გამოექვეყნებინა. კომპანია Ipsos-ს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდა, რომ მონაცემი არასწორად გამოქვეყნდა, უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია ჩვენთან და უნდა ეთხოვა, ან მოეთხოვა გასწორება ან ეს თუ არ მოხდებოდა, გამოქვეყნების უფლება მაინც არ ჰქონდათ და უნდა შეეწყვიტათ დაუყონებლივ კონტრაქტი.

ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ Ipsos-ის განცხადება, ოღონდ ვიხილეთ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გვამცნო, ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა, "ოცნებამ" რამდენიმე წუთში Ipsos-ის მიერ შედეგების დადებიდან, რაც ცხადია, ძალიან საეჭვოა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა როგორც "იფსოსთან" ასევე ჩვენს წყაროებთან, მათ შორის არამხოლოდ საქართველოში. 

დავადგინეთ, რომ 2021 წლის 6-8 ოქტომბრის შუალედში შედგა კომუნიკაცია კომპანია IPSOS-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და ყოველთვის აქ იმყოფება, იტალიის მოქალაქე, ოლივიე მარჩეზესთან. აღნიშნული კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატთან, კახა კალაძესთან. კომუნიკაცია მიმდინარეობდა ქალაქებში - პარიზსა და რომში. ჩვენი ინფორმაციით ეს იყო პირადი კომუნიკაცია. ამ კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა კოფურციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა იყო ეგზიტპოლის ჩაშლა და ღია განცხადების გაკეთება ბატონი მარჩეზეს მხრიდან, რომ ტვ მთავარი აყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს და ამიტომაც ეს მონაცემები არ არის ვალიდური, ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ მთავარ არხთანო". – ამბობს გვარამია. 

გვარამიას თქმით, მიზანი იყო თბილისისა და ზუგდიდის გარდა სხვა ქალაქებშიც მომხდარიყო ცვლილებები, თუმცა, რეალურად ყველა ქალაქში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ. 

"სინამდვილეში რაც მოხდა, არის მიზანმიმართული და ღია დივერსია ქართულის ახელმწიფოს წინააღმდეგ, შეთანხმებუილი ქართულ ოცნებასთან ერთად. შეთანხმების მთავარი ნაწილი იყო, ორი ქალაქი - თბილისი და ზუგდიდი, თუმცა დანარჩენ ქალაქებშიც უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოგზავნილ შედეგებში. სინამდვილეში აღმოჩნდა, მას მერე რაც ეჭვქვეშ დავაყენეთ IPSOS-ის მოწოდებული მონაცემები, დადგინდა, რომ ყველა ქალაქში არის განსხვავებული შედეგები და ყველა ქალაქში ოპოზიციის უპირატესობა არის მნიშვნელოვნად დიდი". – თქვა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიას თქმით, მიუხედავად IPSOS-თან თანამშრომლობის შეწყვეტისა, ტელეკომპანია ეგზიტპოლს მაინც ჩაატარებს და შედეგები საღამოს 8 საათისთვის იქნება ცნობილი.

"ჩვენ არ დავუშვებთ ეგზიტპოლის გარეშე არჩევნების ჩატარებას და ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლის და ცესკოს ციფრების ამარა ჩვენ ქართველ ხალხს არ დავტოვებთ. მთავარი არხი ასრულებს თავის დაპირებას და ხვალ აპირებს ეგზიტპოლის ჩატარებას, ამას დაზუსტებით გეუბნებით და საღამოს 8 საათზე ელოდეთ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგებს", - ამბობს გვარამია.

28 ოქტომბერს მთავარმა არხმა კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი კომპანიის მიერ კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევა დაასახელა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფაქტს "დივერსიას" უწოდებს და წერს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თუმცა ინტენსიურად იმუშავებენ ამ საკითხზე, რათა არჩევნებზე მაინც შეძლონ ეგზიტპოლის ჩატარება. 

IPSOS-მა მთავარი არხის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ეგზიტპოლების დამთვლელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. IPSOS-ის განმარტებით, მთავარმა არხმა არასწორად გამოაქვეყნა შეუწონავი შედეგები, რაც გასაჯაროებისთვის განკუთვნილი არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system