თავში

შედის თუ არა პარლამენტში - "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება ცნობილია

შედის თუ არა პარლამენტში - "ევროპული საქართველოს" ცნობილია
შედის თუ არა პარლამენტში - ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება ცნობილია

"ევროპული საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტს სრულ ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს. 

ამასთან, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მეორე ტურში. 

„ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ, ამიტომ, უარს ვამბობთ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურებში. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცესკო-ს მონაცემებით, "ევროპულმა საქართველომ" 5 მანდატი მოიპოვა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა". 

ასევე საკანონმდებლო ორგანოში არ შედის ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები". 

საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

დღესვე, სხვა პარტიების გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. 

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system