თავში

შედის თუ არა პარლამენტში - "ლეიბორისტული პარტიის" გადაწყვეტილება ცნობილია

შედის თუ არა პარლამენტში - "ლეიბორისტული პარტიის" გადაწყვეტილება ცნობილია
შედის თუ არა პარლამენტში - ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილება ცნობილია

"ლეიბორისტული პარტია" მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნები უკანონო და არალეგიტიმურია. 

"რუსმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა, ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების დახმარებით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ, თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა, არ უნდა შევიდნენ "ქართული ოცნების" წევრებიც და მათმა მაჟორიტარებმაც უარი უნდა თქვან ე.წ მეორე ტურზე. უკვე დაწყებეულია დიდი სახალხო წინააღმდეგობა, სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის ძირგამომპალ რეჟიმს" - განაცხადა ნათელაშვილმა. 

ცნობისთვის, ცესკო-ს მონაცემებით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" მეათე მოწვევის პარლამენტში 1 მანდატი მოიპოვა. 

შეგახსნებთ, რომ "ევროპული საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტს სრულ ბოიკოტს უცხადებს. ამასთან, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მეორე ტურში. ცესკო-ს მონაცემებით, "ევროპულმა საქართველომ" 5 მანდატი მოიპოვა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

ასევე საკანონმდებლო ორგანოში არ შედის ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები".

საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

დღესვე, სხვა პარტიების გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system