თავში

შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გახარიაზე გვქონდა მინდობილი - სარჯველაძე

შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გახარიაზე გვქონდა მინდობილი - სარჯველაძე
შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გახარიაზე გვქონდა მინდობილი - სარჯველაძე

უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პარტია "საქართველოსთვის" მიერ პროკურატურისთვის განცხადებით მიმართვას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" შეეშალა, როდესაც ბევრი რამ მიანდო ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. 

"ამ თემისგან ამხელა ამბის შექმნა არ ღირს. თვალი გადაავლეთ ნარკოტესტზე საუბარი როგორ დაიწყო და შემდეგ როგორ განვითარდა ყველაფერი. ამ თემაზე ბევრი საუბარი სასარგებლო არ იქნება არც ოპონენტებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი შემოქმედები და საზოგადოებაში ეჭვის გამჩენი თავად იყვნენ. არ მგონია, მათთვის ამ საუბრის გაგრძელება პროდუქტიული იყოს და სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული, რადგან ეს განცხადება ბევრ უხეშ შეცდომას მოიცავს. რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა, ასეთი მსჯელობა აბსოლუტურად მიუღებელია. სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის, როცა ასეთი სახეცვლილება მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე აქვს. მსგავსი ტიპის საყვედურის თქმა ჩვენ მიმართაც შეიძლება – ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი", -  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებს სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system