თავში

შეიარაღებული ძალების მოდერნიზება NATO-ს სტანდარტებით მოხდება - ღარიბაშვილი

შეიარაღებული ძალების მოდერნიზება NATO-ს სტანდარტებით მოხდება - ღარიბაშვილი
შეიარაღებული ძალების მოდერნიზება NATO-ს სტანდარტებით მოხდება - ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზე ისაუბრა. 

მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიან გეგმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა იგეგმება.

„მიუხედავად პანდემიისა, ჯარისთვის გასული წელი იყო ძალიან წარმატებული. წელს გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები, როგორიც არის თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, დრონების, არტილერიის მიმართულება და ა.შ. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ახლა შევიმუშავეთ. ამ მიმართულებების გაძლიერებაზე ვიწყებთ მუშაობას, ვგეგმავთ მთელი შეიარაღებული ძალების სისტემების სრულ მოდერნიზებას NATO-ს სტანდარტებით", - განაცხადა მინისტრმა POSTV-ის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system