თავში

წულუკიანი მერაბიშვილზე: არ შეიძლება ,,მეტრუპე" ვინმეს უნდოდეს

წულუკიანი მერაბიშვილზე: არ შეიძლება ,,მეტრუპე" ვინმეს უნდოდეს
წულუკიანი მერაბიშვილზე: არ შეიძლება ,,მეტრუპე ვინმეს უნდოდეს

"ვანო მერაბიშვილის არის ,,მეტრუპე", შესაბამისად არ შეიძლება ,,მეტრუპე" ვინმეს უნდოდეს", - თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილს მოუწევს გაანალიზოს თუ რა დატოვა და რა დახვდა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რეალურად ვანო მერაბიშვილი არც ერთ პარტიას არ უნდა და თავის წარსულით, მისი ყოფილი პარტიელებისთვის ცხელი კარტოფილი იქნება.

,,როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის და ამიტომ მე არ მგონია ამ განცხადებაზე რაიმე სერიოზული კომენტარი ჩემგან საჭიროა, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება თუ რა დატოვა და რა დახვდა, მაგალითად ნახავს, რომ ,,ნაციონალურო მოძრობა" სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსასული ძალა და შემდეგ ამ დაქსასული ელემენტების დეგრადადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს, იმიტომ რომ ის რეალურად არის პრობლემა, იმიტომ რომ ის, როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის ,,მეტრუპე", შესაბამისად, არ შეიძლება ,,მეტრუპე" ვინმეს უნდოდეს თავისთან, თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა, ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცადოთ ეს სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმისთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან პირველი პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში დღევანდელ ხელისუფლებას დაამხობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system