თავში

შეხედეთ გომელაურს, გახარიას შემდეგ მან ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია - პრემიერი

შეხედეთ გომელაურს, გახარიას შემდეგ მან ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია - პრემიერი
შეხედეთ გომელაურს, გახარიას შემდეგ მან ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახარიას შემდეგ ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია მინიმალური დანაკარგებით და არავინ დაზიანებულა.

პრემიერის თქმით, გომელაურს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია აქვს.

"შეხედეთ ბატონ ვახტანგ გომელაურს - გახარიას შემდეგ მან ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია მინიმალური, ნულოვანი დანაკარგებით. არავინ არ დაზიანებულა. სუფთად, მაღალკვალიფიციურად, პროფესიონალურად. რატომ? ყველაფერს ხომ ცოდნა და მართვა უნდა. თუ არ იცი, უნდა იკითხო. მოიყვანო კვალიფიციური ხალხი, რომელიც ამას კარგად და ჭკვიანურად გააკეთებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system