თავში

შეხვდა თუ არა გახარიას - რას ამბობს კალაძე

შეხვდა თუ არა გახარიას - რას ამბობს კალაძე
შეხვდა თუ არა გახარიას - რას ამბობს კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ადასტურებს. 

კალაძის თქმით, შეხვედრა თბილისის მერიაში შედგა.

"იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვეს შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით", -განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

კალაძესა და გახარიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა, თუმცა კალაძე აღნიშნულს უარყოფდა.

კალაძისა და გახარიას შეხვედრის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system