თავში

შეხვდება თუ არა ნინო ბურჯანაძე პუტინს - რატომ გაფრინდა პოლიტიკოსი მოსკოვში

შეხვდება თუ არა ნინო ბურჯანაძე პუტინს - რატომ გაფრინდა პოლიტიკოსი მოსკოვში
შეხვდება თუ არა ნინო ბურჯანაძე პუტინს - რატომ გაფრინდა პოლიტიკოსი მოსკოვში

"პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. როგორც Report.ge-ს პარტიის პრესსამსახურში განუმარტეს, ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოსკოვში პოლიტიკურ წრეებთან გამართავს შეხვედრებს. რუსეთის დუმის გარდა, შეხვედრები შესაძლოა გაიმართოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. 

შეხვდება თუ არა ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტს, ამ ეტაპზე პარტიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა, ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.  

პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ, ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განსახილველად ჩავიდა. მათი თქმით, ვიზიტი თვენახევრის წინ იყო დაგეგმილი და ამაზე გაერთიანებული ოპოზიცია ინფორმირებულია. ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად გაემგზავრა. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პოლიტიკური ვიზიტით ჩადის. ის არაერთხელ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს. "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" ლიდერი მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმში, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაციაც ესწრებოდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system