თავში

შემაშფოთებელია ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონის შეფასება - გვარამია

შემაშფოთებელია ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონის შეფასება - გვარამია
შემაშფოთებელია ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონის შეფასება - გვარამია

პატივისცემის მიუხედავად, სამწუხარო და შემაშფოთებელია ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონის შეფასება საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების თაობაზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია წერს."

"მართალია, მან მკაფიოდ დაგმო მედიაზე თავდასხმა, მაგრამ, გარდა იმისა, რომ წულუკიანის დანაშაულებრივი საქციელი მხოლოდ "დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უჩვეულოდ" შეფასდა, ასევე ნეგატიურ კონტექსტში იქნენ მოხსენიებული "ზოგიერთი ჟურნალისტი".

როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება დანაშაულებრივი ძალადობის რეჟიმშია მედიის წინააღმდეგ, ეს კონტექსტი არ უნდა ტოვებდეს ჟურნალისტების ეთიკურ დარღვევებზე აპელირების სივრცეს. მით უფრო, ვიცეპრემიერის დანაშაულის საპირწონედ ჟურნალისტის ქცევის მოხსენიება, ვეჭვობ, ადეკვატურობა დაკარგული ქართული ოცნების მიერ საკუთარი ძალადობის გამამართლებელ არგუმენტად იქნება გამოყენებული" - წერს გვარამია.ცნობისთვის, თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნლისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი შეაფასა და თქვა, რომ მსგავსი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ამავე დროს მან ჟურნალისტებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან პოლიტიკოსების პირადი სივრცე. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system