თავში

შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ - თამარ ჩერგოლეიშვილი

შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ - თამარ ჩერგოლეიშვილი
შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ნიკა მელიას სასარგებლოდ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის ფაქტს "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მელიას დაკავებით ძალაუფლების ლეგიტიმაცია მოხდინა.

"ხო გვეგონა ბიძინა სულელი, მელია რომ დაიჭირა?

მაგრამ ვაღიაროთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერების სუსტ ნებისყოფას ჩვენზე კარგად აცნობიერებს და ზუსტად იცოდა, რომ მელიაში უზურპირებული ძალაუფლების ლეგიტიმაციას გაცვლიდა.

ასე რომ, შემდეგში ხაზარაძის დაჭერას დაელოდეთ.

გაცვლის ვაშაძე რამეში - მაგალითად შემოწირულობის ჭერს გაუზრდიან 60 დან 80 ათასამდე და მორიგ გამარჯვებად გამოაცხადებს.

p. s. ხელმომწერი, სუსტი ნებისყოფის ოპოზიცია როცა აწუწუნდება, გაითვალისწინოს, რომ ეს წესი თავად დანერგა",- ნათქვამია ჩერგოლეიშვილის Facebook პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system