თავში

შესაძლოა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ - თალაკვაძე

შესაძლოა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ - თალაკვაძე
შესაძლოა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ - თალაკვაძე

პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან არის იმდენად დაახლოებული, რომ ეს, შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისმხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ამ მოლაპარაკების ფარგლებში, მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს სრული მხარდაჭერა აქვს. 

,,ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს გვქონდა შეხვედრა პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისმხმობ, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system