თავში

შეშფოთებული ვარ ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესით - ნორვეგიის ელჩი

შეშფოთებული ვარ ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესით - ნორვეგიის ელჩი
შეშფოთებული ვარ ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესით - ნორვეგიის ელჩი

საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდერსენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოთქვამს და პროცესის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"შეშფოთებული ვარ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის დაჩქარებული პროცესითა და ყველა თანამშრომლის გათავისუფლებით. ვთხოვთ პარლამენტს ინკლუზიურ და გააზრებულ მიდგომას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიეცეს საშუალება და უფლებამოსილება, შეასრულოს მისი მოვალეობა, როგორც ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიისთვის". – წერს ანდერსენი "ტვიტერზე". 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system