თავში

შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით - ლინას ლინკევიჩუსი

შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით - ლინას ლინკევიჩუსი
შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით - ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების ხელშეკრულების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაში, NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. ამ ყველაფრის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს”, - წერს ლინკევიჩიუსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system