თავში

შეთანხმებას ვერაფერი დააბრუნებს - ირაკლი კობახიძე

შეთანხმებას ვერაფერი დააბრუნებს - ირაკლი კობახიძე
შეთანხმებას ვერაფერი დააბრუნებს - ირაკლი კობახიძე

შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვქონდა უალტერნატივო არჩევანი ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენ ამ დოკუმენტის ანულირება იმ ქმედებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომელიც ოპოზიციამ განახორციელა. თქვენ იცით, რომ ოპოზიციის ნახევარი, რვიდან ოთხი პარტიიდან, ვინც ბარიერი გადალახა ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარი ხელს არ აწერდა. ასევე ბოიკოტი გამოაცხადა „ნაცმოძრაობამ“ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პარლამენტში შემოსული იყო. „ლელო“ არ აძლევდა ხმას მთელ რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც გამომდინარეობდა მიშელის დოკუმენტიდან. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ჩვენს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია არ ჰქონდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system