თავში

შეთანხმებას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც ის იყო ხელმოწერილი

შეთანხმებას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც ის იყო ხელმოწერილი
შეთანხმებას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც ის იყო ხელმოწერილი

"ამნისტიის კანონი არის შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, შესაბამისად ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას, რასაკვირველია, განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორ ის იყო ხელმოწერილი", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ოკუმენტზე ხელმომწერი წარმომადგენლები ასევე ჩაერთონ პროცესში.

" ეს შეთანხმება გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას. მისი მიზანი იყო, რომ ვითარება პოლიტიკური დაპირისპირებიდან გადასულიყო საქმიან ეტაპზე. შეთანხმებაში მოცემული სულისკვეთება ზუსტად მოგვიწოდებს იმისკენ, რომ შევძლოთ დემოკრატიული მიღწევების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატების ნაწილი თვლის, რომ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებული მოვლენების გამო თავისუფლებააღკვეთილი პირების ნაწილი, როგორიცაა სპეცრაზმის უფლებადამრღვევი წევრები და უკანონო ბრძანების სავარაუდო გამცემები, არ უნდა იყვნენ გათავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system