თავში

შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება - ჯიმ რიში

შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება - ჯიმ რიში
შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება - ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

რიშის თქმით, მიღწეული შეთანხმება პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"მოხარული ვარ, რომ შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ორი დაპატიმრებული ოპოზიციონერის საკითხის მოგვარებას და გარანტიას, რომ ოპოზიცია შეუერთდება პარლამენტს. ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, წასულიყვნენ კომპრომისზე საკუთარი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ. ამ შეთანხმებას შეუძლია, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე. კომპრომისის პოვნა პირველი ნაბიჯია, მაგრამ ხელშეკრულების მდგრადობის ნამდვილი ტესტი მისი შესრულება იქნება. ორივეს - „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას აქვთ პასუხიმგებლობა, რომ შეასრულონ ეს შეთანხება ქაღალდზეც და არსებითადაც, რომ აღადგინონ პოლიტიკური ნდობა.

მანამდეც არაერთხელ ვთქვი, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზას და გადავიდეს ძლიერი და აყვავებული ქვეყნის აშენებაზე. ეს წაიყვანს ქვეყანას ამ მიმართულებით, თუმცა აშშ, მათ შორის კონგრესში საქართველოს მეგობრები, ყურადღებით დააკვირდებინ ამ პროცესს", -  აღნიშნავს ჯიმ რიში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system