თავში

შეცდომების გამოსასწორებლად გამოვდივარ კომფორტის ზონიდან - გახარია

შეცდომების გამოსასწორებლად გამოვდივარ კომფორტის ზონიდან - გახარია
შეცდომების გამოსასწორებლად გამოვდივარ კომფორტის ზონიდან - გახარია

იმის პასუხისმგებლობა მაქვს, რომ შეცდომების გამოსასწორებლად გამოვდივარ კომფორტის ზონიდან, მივდივარ და მოქალაქეს ვეუბნები - თუ ჩემი გჯერა, შეგიძლიათ მომცეთ ხმა ან არ მომცეთ!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ის იყო პირველი შს მინისტრი, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.

"მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, მივედი და პარლამენტს ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამის შემდგომ დღეს აქ ვზივარ და ვამბობ - რომ სხვა პირობებში იგივე რომ განმეორდეს, სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვისთვის მე იგივენაირად მოვიქცევი. მე ვარ პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გავხდი შემდგომ პრემიერი, გადავდექი, აი იმ პასუხისმგებლობის გრძნობით შევქმენი პოლიტიკური პარტია და ჩემს მოქალაქეებს ვეუბნები- ამ პასუხისმგებლობით შეგიძლიათ მომცეთ ხმა ან არ მომცეთ! მე მაქვს იმის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ რაც შეცდომები იყო დაშვებული ის არის გამოსასწორებელი და გამოვდივარ იმ კომფორტის ზონიდან, მივდივარ და მოქალაქეს ვეუბნები - თუ ჩემი გჯერა 20 ივნისის გათვალისწინებით, პანკისის გათვალისწინებით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით... ვამბობ, რომ მე ეს ყველაფერი გავაკეთე სახელმწიფოს ინტერესებში. მე არ ვამბობ, რომ შეცდომა არ დამიშვია - მე ვამბობ, რომ მე ყველაფერს ვაკეთებდი, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებში და არა პარტიის ინტერესებში, არა ჩემ პირად ინტერესებში, გუნდის, პეტრეს, პავლეს ინტერესებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით, საპოლიციო ღონისძიების ნაწილში პირადად არის პასუხისმგებელი და ანალოგიურ ვითარებაში ისევ ბოლომდე დაიცავს სახელმწიფო ინსტიტუტს.

"მე გითხარით, რომ იქ რაც მოხდა ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ მე. წერტილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system