თავში

შეწყალების აქტების რაოდენობა შემცირდება - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

შეწყალების აქტების რაოდენობა შემცირდება - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ წესზე მუშაობა დაასრულა
შეწყალების აქტების რაოდენობა შემცირდება - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. 

ადმინისტრაციის ცნობით ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან, შედეგად 2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

"ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. 

შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. 
შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.
შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება" - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ასევე ცნობილია, რომ შეწყალებულთა შორის ერთი პირი 2009 წლიდან ძებნილია.  აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან. რის შემდეგაც პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system