თავში

შეწყვეტს თუ არა შიმშილობას - ელენე ხოშტარიას საგანგებო განცხადება

შეწყვეტს თუ არა შიმშილობას - ელენე ხოშტარიას საგანგებო განცხადება
შეწყვეტს თუ არა შიმშილობას - ელენე ხოშტარიას საგანგებო განცხადება

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდებას საგანგებო განცხადებით პასუხობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს.

"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს - მესმის და მეც ასე მოვიქცეოდი. ნებისმიერი ადამიანის შიმშილი არის მძიმედ სანახავი პროცესი.

ამასთანავე, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით - მე გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ.

დღეს, კიდევ ერთხელ, ძალიან გონივრული გარემოებებით - სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" ხელშია ამ კრიზისის განმუხტვის საბოლოო გასაღები. დღესვე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პოზიციის შესაბამისად.

სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, მე შიმშილობას არ შევწყვეტ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.

"დროას" დამფუძნებელი 9 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system