თავში

შEUძლებელი არაფერია - არჩილ თალაკვაძე

შEUძლებელი არაფერია - არჩილ თალაკვაძე
შEUძლებელი არაფერია - არჩილ თალაკვაძე

„საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან! საქართველო არის ევროპა და არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება - ევროკავშირის წევრიც გახდება. ამაში შEUძლებელი არაფერია“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დღეს, პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.

"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. მისი სიტყვები გულწრფელი და პოზიტიური იყო",- წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system