თავში

შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას საკუთარ მიწაზე - კახა კალაძე

შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას საკუთარ მიწაზე - კახა კალაძე
შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას საკუთარ მიწაზე - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის წევრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო ჯარისკაცების, ასევე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. 

მან თქვა, რომ ქვეყანა მშვიდობიანი გზით გაერთიანებისკენ დგამს ნაბიჯებს.

"აგვისტოს ომი სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენს უახლეს ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლად. რა დროც უნდა გავიდეს, იმ საშინელი დღეების დავიწყება შეუძლებელია - უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, დევნილად ქცეული მოსახლეობა.

შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს, ტერიტორიების დაკარგვას.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისკენ რაც შესაძლებელია, რისი ვალდებულებაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის ბრძოლაში შეწირულ გმირთა ხსოვნის წინაშე - მხედველობაში მაქვს დეოკუპაცია, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანება.

დიდება და ხსოვნა აგვისტოს ომში გარდაცვლილ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ომს შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას!", - თქვა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system