თავში

"შეურაცხყოფას არავინ გაგიტარებს, მიიღებ პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც" - კალაძე ბუაძეს

"შეურაცხყოფას არავინ გაგიტარებს, მიიღებ პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც" - კალაძე ბუაძეს
შეურაცხყოფას არავინ გაგიტარებს, მიიღებ პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც - კალაძე ბუაძეს

თბილისის საკრებულოში მიდმინარე სხდომაზე, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს კორუმპირებული უწოდა.

"მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ.

აღნიშნულს კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბუაძეს შეურაცხყოფას "არავინ გაუტარებს". 

"შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც", - მიმართა კახა კალაძემ საბა ბუაძეს.

ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცებაზე მსჯელობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system