თავში

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - მელიას განცხადება

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - მელიას განცხადება
შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში - მელიას განცხადება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტი შევა თუ არა და მოაწერს თუ არა ამნისტიის კანონპროექტს ხელს.

მელიას თქმით, უამრავი ვარიაცია არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველას განხილვა მოხდება.

"ვარიაციებზე ვერ ვისაუბრებ. ეს ხომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა "ნაციონალური მოძრაობა" - ბლოკი პარლამენტში ისე, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ შევა და დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საერთოდ არ შევა პარლამენტში, თუ შევა კონკრეტული დათქმით ან გარკვეული პერიოდის შემდეგ. უამრავი სხვადასხვა ვარიაციაა. თუ რამე შეიძლება მოსაწყენი გახდეს საზოგადოებისთვის, ეს ყოველდღიური ბანალური კითხვებია, რას ვაპირებთ და ჩემგან იგივე იდენტური პასუხები ყოველდღიურ რეჟიმში", - განაცხადა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system