თავში

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - ნიკა მელიას კომენტარი

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - ნიკა მელიას კომენტარი
შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში - ნიკა მელიას კომენტარი

ნიკა მელიას განცხადებით, შევა თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ეს პარტიის შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში არაერთგვაროვანი პოზიციებია. 

მისივე თქმით, გარდა პარტიის წევრებისა, შეხვედრებს გამართავს კოლეგებთანაც.

"პარლამენტში შესვლა - არ შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, მათ წარმომადგენლებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, პარტიაში რომ კენჭისყრა ჩაატარო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება.

გარდა იმისა, რომ პარტიის წევრებთან ვაპირებ ამ საკითხების ძალიან დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. უბრალოდ, მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system