თავში

"შევასრულებ იმას, რაც ვთქვი" - მიხეილ სააკაშვილი

"შევასრულებ იმას, რაც ვთქვი" - მიხეილ სააკაშვილი
შევასრულებ იმას, რაც ვთქვი - მიხეილ სააკაშვილი

მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. ქართველმა ხალხმა თუ არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა შეიცვლება არჩევნებით და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს გამარჯვებას მოუტანს.

"რთული კონსტრუქციაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კონსტრუქცია, რომელიც საქართველოს მოუტანს გამარჯვებას. ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, ჩვენ დავიღალეთ საქართველოთი და ისმის ერთი და იგივე ფრაზა – ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს თვითონ არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა უნდა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებითო. საუბარი, რომ ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი არ გვეშველება, ხელი თუ არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს. მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი არ გვეშველება – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. ქართველმა ხალხმა თუ არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის. ამას ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. მე ვიბრძოლებ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ არაფერი გავითვალისწინო, გარდა იმისა, რაც არის სწორი საქართველოსთვის. საქართველოსთვის არის სწორი, მორჩეს ლექციების კითხვა. ჩვენ გვჭირდება პირადი მაგალითით, პირადი თავგანწირვით, პირადი ქმედებებით გავიყოლოთ ხალხი და არა ტელევიზიიდან წაკითხული ლექციებით. არავის აღარ აინტერესებს ეს ლექციები და რა თქმა უნდა, მე მთლიანად მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და მის ჯგუფს თბილისში, ისევე როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს საქართველოს მასშტაბით, რადგან უბრალოდ შუა მართლა გაკრეფილია, სხვა პარტიებს, თითქმის არც ერთს პულსი აღარ ესინჯებათ, ეს ასეა. ვიცი, რაც ხდება, ინფორმაცია მაქვს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system