თავში

შევიკრიბოთ ლელოს ფორმატში, დახურული და დასამალი არაფერია - იოსელიანი

შევიკრიბოთ ლელოს ფორმატში, დახურული და დასამალი არაფერია - იოსელიანი
შევიკრიბოთ ლელოს ფორმატში, დახურული და დასამალი არაფერია - იოსელიანი

არ მოსწონთ ინდივიდუალური? საჯაროდ ვთავაზობ - შევიკრიბოთ ლელოს ფორმატში, დავსხდეთ და საჯაროდ ვისაუბროთ ამ თემებზე. დახურული და დასამალი არაფერი არ არის, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, პროცესები გაჩერებულია და ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ქმნის.

"არ მოსწონთ ინდივიდუალური? საჯაროდ ვთავაზობ - შევიკრიბოთ ლელოს ფორმატში, დავსხდეთ და საჯაროდ ვისაუბროთ ამ თემებზე. დახურული და დასამალი არაფერი არ არის. მედიამ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რაზე მიდის დისკუსია, რადგან დახურული მოლაპარაკებებიდან, რომ გამოდიან, ბევრ რაღაცას სხვადასხვანაირად ყვებიან მერე. რაღაცაზე ვილაპარაკოთ. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მიდის კარგად და ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის? არა, სამწუხაროდ. პროცესები გაჩერებულია, ყველაფერი გაჩერებულია", - განაცხადა ლევან იოსელიანმა გადაცემა "დღის სტუმარში".

ცნობისთვის, "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინონ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ. ინიციატივას, პარტია "მოქალაქეებიც" ემხრობიან.

ამასთან "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა ოპოზიციურ მაპტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრის  მზაობაც გამოთქვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system