თავში

შეზღუდვების დაწესება არავის უხარია - მამუკა მდინარაძე

შეზღუდვების დაწესება არავის უხარია - მამუკა მდინარაძე
შეზღუდვების დაწესება არავის უხარია - მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო ოპონენტების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში არავის უხარია შეზღუდვების დაწესება ან გამკაცრება, თუმცა ეს ყველაფერი ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს შეზღუდვების დამორჩილება მონობას გაუტოლოს რითაც შეურაცხყოფას ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს.

"ძალიან ცდილობენ, მოდაში შემოიტანონ ეს მონობის ნარატივი, შეზღუდვა თითქოს მონობაა. ეს გერმანელი, ავსტრიელი, ბრიტანელი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართაც შეურაცხყოფაა. არ იაზრებენ, ასეთ მესიჯებს როდესაც ახმოვანებენ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეული შეზღუდვებია და შეზღუდვას თუ დაემორჩილები, ეს თუ მონობაა, ამაზე სპეკულაციური მესიჯი არ შეიძლება ადამიანისგან მოფიქრებული იყოს.

შეზღუდვებმა, რაც გვქონდა ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში, გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა და ამას გადარჩენაც კი გარკვეულწილად შეიძლება დავარქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, რის წინაშე ვიდექით სულ რამდენიმე კვირის წინ, ერთი-ორი თვის წინ. დღეში 5 000 ინფიცირებული ამ ქვეყნის კი არა, ჩვენზე ბევრად ძლიერი, ეკონომიკურად და ჯანდაცვის სისტემის მიმართულებითაც ძლიერი ქვეყნებისთვისაც უდიდესი და უსერიოზულესი პრობლემაა. არავის უხარია არც მმართველ გუნდში რაღაც შეზღუდვის დაწესება, ან რაღაცის გამკაცრება, ყველა შემთხვევაში ეს ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს", – განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system