თავში

პრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენცია ბავარიაში 14-16 თებერვალს ჩატარდება

კონფერენციაში 800-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 150 მაღალი რანგის პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system