თავში

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სასკოლო მერხი და სკამი მიიტანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სასკოლო მერხი და სკამი მიიტანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სასკოლო მერხი და სკამი მიიტანეს

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სასკოლო მერხი და სკამი მიიტანა. აქტივისტების თქმით, აღნიშნული იმის სიმბოლური გამოხატულებაა, რომ ლუკა სირაძე დღეს, სკოლაში უნდა ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად აღნიშნული ნივთების ეზოში შეტანის უფლებას “სირცხვილიას” წევრებს არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ მცირე შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა მერხისა და სკამის ეზოში შეტანა მაინც მოახერხეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system