თავში

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

ხვალ დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის და ამ შეხვედრას დაესწრება დიპლომატიური კორპუსი-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მხრიდან იყო შეთავაზება კონსულტაციებთან დაკავშირებით ,რასაც მმართველმა გუნდმა ანგარიში გაუწია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია არის კრიზისში და ეძებს გამოსავალს, სწორედ ამას უკავშირდება ის პიკეტები, რომელსაც ისინი აწყობენ.

"ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, ორას კაცზე მეტს ვერ კრიბავენ და ამის გამართლებას პიკეტირებით ცდილობს. ოპოზიცია ეძებს გამოსავალს იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც არის ჩავარდნილი. 200 კაცის მუშტების ბრახუნი არის საშიში იმ ორასივე კაცისთვის. იმიტომ, რომ რესურსი არ აქვთ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system