თავში

შორს აღარ არის დრო, როცა ქართული დროშა ევროპული ოჯახის წევრთა დროშების გვერდით აღიმართება - გახარია

შორს აღარ არის დრო, როცა ქართული დროშა ევროპული ოჯახის წევრთა დროშებ
შორს აღარ არის დრო, როცა ქართული დროშა ევროპული ოჯახის წევრთა დროშების გვერდით აღიმართება - გახარია

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება.

"ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება", - აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system