თავში

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა
შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა. 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო თავშესაფრის პროცედურის ფუნქციონირებას ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა თავშესაფრის მაძიებელთათვის, შესაძლებლობის ფარგლებში, ელექტრონული და დისტანციური მომსახურების შეთავაზებით, უზრუნველყოფილ იქნას თავშესაფრის ეფექტიანი პროცედურები.

ამასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. კემლინ ფურლიმ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system