თავში

შტერები არიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

შტერები არიან - თამარ ჩერგოლეიშვილი
შტერები არიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და "გირჩის" წარმომადგენელის, იაგო ხვიჩას ოპოზიციასთან დაანონსებულ კონსულტაციებს, სოციალურ ქსელში, "ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს ანგარებით აკეთებენ, ნებით თუ სიშტერით, ისინი მხოლოდ ივანიშვილის ამოცანას ემსახურებიან - თესონ ნიჰილიზმი.

"ელისაშვილის და იაგოვლების დაანონსებული “კონსულტაციები” მხოლოდ ივანიშვილის ამოცანას ემსახურება საპროტესტო ელექტორატში თესოს ნიჰილიზმი, რომ ჯერ კიდევ არის შანსი ივანიშვილმა ოპოზიცია ჩამოშალოს. სხვას - არაფერს.

ამას ანგარებით აკეთებენ, ნებით აკეთებენ, თუ უნებლიეთ - იმიტომ რომ შტერები არიან, მნიშვნელობა არ აქვს.

შედეგი ესაა და ჩვენ შედეგი გვაინტერესებს",  -წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს პარტია "მოქალაქეებისა" და "გირჩის" ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ყველასთან აქვს კონსულტაცია "ქართული ოცნების" ჩათვლით.

მანამდე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შევა რადგან დაემხო ქვეყანა თავზე და გაბუტვების დრო აღარ არის.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system