თავში

ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

​ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

საკრებულოების შუალედური არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენში არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში მიმდინარეობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები 7 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევენ.

ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ერთ ბიულეტენს იღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს, ფარულად, ხმის მიცემის კაბინაში აკეთებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატები არიან, ლაგოდეხში: მალხაზ მელაშვილი - "ევროპული საქართველო“, დავით ბეგლარიშვილი - "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", ომარ შველიძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". ადიგენში: ზურაბ ფეიქრიშვილი - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". მარტვილში: რობერტ კაკულია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system