თავში

რას უტოვებს ივანიშვილი შვილებს

რას უტოვებს ივანიშვილი შვილებს
რას უტოვებს ივანიშვილი შვილებს

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის და განვითარების მოტივაცია.

მისივე თქმით, მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.

,,ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო", - აცხადებს ივანიშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ შეხვდნენ შვილები მის ამ გადაწყვეტილებას, ივანიშვილი პასუხობს, რომ ყველაფერი მათთან შეათანხმა.

,,მინდა გითხრათ, რომ ისინი სრულიად იზიარებენ ჩემს მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მივიღე. მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ", - აცხადებს ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system