თავში

სიმართლე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარეს არის, გამარჯვებით დაგვირგვინდება - მდინარაძე

სიმართლე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარეს არის, გამარჯვებით დაგვირგვინდება - მდინარაძე
სიმართლე, რომელიც ქართული ოცნების მხარეს არის, გამარჯვებით დაგვირგვინდება - მდინარაძე

დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარეს არის, იქნება საბოლოო გამარჯვებით დაგვირგვინებული და ეს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც, ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს რაიმე წარმატებას, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ის იქნება რაღაც რევოლუციური შტაბი და ისინი ამ ერთი გამარჯვებით, ასეთი არ უნდა დავუშვათ, მაგრამ პირობითად ვამბობ, მოაწყობენ რაღაც რევოლუციურ მუნიციპალიტეტს და არა საქმეზე ოროენტირებულს. ამიტომ, ამ რისკების გამოსარიცხად უმრავლესობის სხდომაზე ვილაპარაკეთ საარჩევნო საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარეს არის, იქნება საბოლოო გამარჯვებით დაგვირგვინებული და ეს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი. ჩვენ 47 პროცენტიანი შედეგი დავდეთ, რაც ბევრს ვერ წარმოედგინა, ეს იყო სიმართლის გამარჯვება ტყუილზე", – განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system