თავში

"სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი" - ხატია დეკანოიძე

"სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი" - ხატია დეკანოიძე
სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სამომავლო გეგმების შესახებ წერს:

"ძალიან მძიმე წელი იყო, მაგრამ მომდევნო საინტერესო იქნება. ყველა კრიზისი დიდ შესაძლებლობას გვაძლევს.

მომდევნო წელს: 

- საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მუშაობით უნდა მივაღწიოთ მიშას თავისუფლებას და იმის აღიარებას ყველგან, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია. ჩვენი პარტნიორების (უკრაინასთან ერთად) გარეშე მე შეუძლებლად მიმაჩნია ამის მიღწევა. 

სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი: ივანიშვილს ციხესთან რამდენიმე კარავი არ უქმნის დაბრკოლებას.

- პოლიტიკური მართმსაჯულების მიმართულებით რეალური გარღვევა- რაც უპირველესად ასევე საერთაშორისო აღიარებას მოითხოვს. 

უნდა მივაღწიოთ იმ წერტილამდე, როცა პოლიტიკური მართმსაჯულების გამო ივანიშვილის პასუხისმგებლობა სერიოზულად დადგება დღის წესრიგში;

- ამომრჩეველთან მუშაობა, პარტიის გაძლიერება, ყველა პრობლემაზე კონცენტრირება;

- ოპოზიციის მიერ ევრო-ატლანტიკური დროშის დაჭერა და ბრძოლა, რომ საბოლოოდ არ ჩავეფლოთ ტივტივის რეჟიმში;

- საპროტესტო მუხტი მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობით მოვა, ამას ადამიანების დარწმუნება სჭირდება და არა ქაოტური მოქმედებები;- ყველა ბერკეტის გამოყენება: საპარლამენტოც და საკრებულოც, მედია და საერთაშორისო;

- ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ევრო რეფორმების პაკეტის შემუშავება (მართმსაჯულება, ცესკო, სასამართლო); 

ოპოზიციის მიერ საზოგადოების ერთობის მიმართულებით მუშაობა. 

გილოცავთ ახალ წელს", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system