თავში

ვახტანგ გომელაურმა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა

ვახტანგ გომელაურმა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა
ვახტანგ გომელაურმა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ხომალდ დიოსკურიაზე უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს, ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა

მინისტრმა დელეგაციის წევრებს, ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერა საქართველოსთვის. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავიცანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტემიოლერი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ელჩები. დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემული „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია. ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელ შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება ჩართული ამ მიმართულებით, რათა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის გავაძლიეროთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system