თავში

სინოვაკზე უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული - ამირან გამყრელიძე

სინოვაკზე უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირე
სინოვაკზე უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული - ამირან გამყრელიძე

"დღეისთვის უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, 4 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია გრძელდება, თანდათან ემატება ამცრელი ბრიგადები და კაბინეტები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩინური კერძო კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა ავტორიზებულია 32 ქვეყანაში. 

"უკვე დაახლოებით 260 მილიონ დოზაზე მეტი აქვს კომპანიას მიწოდებული, როგორც ჩინეთისთვის, ისე სხვადასხვა ქვეყნებისთვის. ამ ვაქცინის მეორე ინექცია კეთდება პირველი დოზიდან 14-დან 28 დღის ფარგლებში. 100 000 დოზა სინოვაკი გაიყოფა ორ ნაწილად და გაკეთდება 50 000 პირზე 18 წლის ზემოთ. შესაბამისად, მერე 14-28 დღის შემდგომ გაკეთდება მეორე დოზა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system