თავში

კობახიძე: ესენი არიან სასოწარკვეთილი ,,ნაციონალი" დიასახლისები

კობახიძე: ესენი არიან სასოწარკვეთილი ,,ნაციონალი" დიასახლისები
კობახიძე: ესენი არიან სასოწარკვეთილი ,,ნაციონალი დიასახლისები

"ესენი არიან სასოწარკვეთილი ,,ნაციონალი" დიასახლისები", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, "ევროპული საქართველოს" წევრების ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას.

მისი განცხადებით, წინა, ტოქსიკური შეტევის შემდეგ, კიდევ უფრო მდაბიო რამეს თუ მოიფიქრებდენ ოპოზიციონერი დეპუტატები, ძნელად წარმოსადგენი იყო.

"იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირის ჰიმნს, არ არის ნამდვილად საქართველოს პარლამენტში. ,,ნაციონალური მოძრაობა" არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი, საქართველოში თავისი ღირებულებებით. ელენე ხოშტარიას, რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ის არის დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი - ეს განათლება აქვს მიღებული მას მოსკოვში და ის ემსახურებოდა სულით და გულით, 9 წლის განმავლობაში, რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს. აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც. მათი ძალისხმევა იქნება წარუმატებელი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ელენე ხოშტარიამ და აქტივისტებმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system