თავში

სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა - სალომე სამადაშვილი

სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა - სალომე სამადაშვილი
სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა.

სამადაშვილის თქმით, სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა.

"დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტკური ორიენტაცია შეიცვალა. იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატილი სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა - დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია", - წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციის არაკონსტრუქციულობის პირობებში შარლ მიშელის დოკუმენტმა თავი ამოწურა და შეთანხმება ანულირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system