თავში

"სირცხვილიას" წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გამართეს

"სირცხვილიას" წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გამართეს
სირცხვილიას წევრებმა ქართული ოცნების ოფისთან აქცია გამართეს

"ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან ჩამოშორების ღია დეკლარირებაა" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით "სირცხვილიას" წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გამართეს.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების განცხადებით, ანტიდასავლური ქმედება ავტომატურად ნიშნავს საქართველოში რუსეთის გაძლიერებას.

31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით ევროკავშირის ტრანშის მეორე ნაწილის მიღების აუცილებლობა აღარ გვექნება.

იმავე დღეს, 31 აგვისტოს ,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ფაქტს გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ მისთვის სულერთია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს.

ამასთან, კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ იტყოდა უარს იმის მიღებაზე, რისი მიღების უფლებაც მას არ ჰქონდა.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს აძლევს საშუალებას შეამციროს ვალის აღება.

30 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system