თავში

სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ - რობ პორტმანი

სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ - რობ პორტმანი
სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ - რობ პორტმანი

ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე უკრაინის საკითხის განხილვას დადებითად აფასებს, თუმცა ტვიტერზე წერს, რომ სიტყვები საკმარისი არ არის. მისი თქმით, უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები უნდა გახდნენ. 

"სიტყვები უბრალოდ არ არის საკმარისი. საჭიროა უკრაინა და საქართველო NATO-ში შევიყვანოთ, და ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცე რიტორიკა მტკიცე მოქმედებებს უნდა შეუსაბამოს.'' - წერს პორტმანი. 

ცნობისთვის, ბაიდენი პუტინის შეხვედრა ჟენევაში გუშინ, 16 ივნისს გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system