თავში

სჯობს პირდაპირ თქვან, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება არ უნდათ - ხაზარაძე

სჯობს პირდაპირ თქვან, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება არ უნდათ - ხაზარაძე
სჯობს პირდაპირ თქვან, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება არ უნდათ - ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმაში, "ქართული ოცნებისთვის" წითელი ხაზები არსებობს, მაშინ სჯობს პირდაპირ თქვან, რომ მოლაპარაკების გაგრძელება არ უნდათ. 

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, 6 პუნქტიან გეგმაში ყველაფერი მკაფიოდ არის გაწერილი და მოლაპარაკებების მიზანია, რომ ყველა პუნქტზე შედგეს შეთანხმება. 

"თუ იმ 6 პუნქტიან გეგმაში, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა დატოვა წითელი ხაზები არსებობს, მაშინ სჯობს პირდაპირ განაცხადონ, რომ არ უნდათ მოლაპარაკების გაგრძელება და ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა შეიყვანეს, გამოვიდეთ. რომელიმე ერთი პუნქტის სავაჭროდ წამოწევა, ამ ქვეყანას არსებული მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანს. ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი 6 პუნქტი პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში და მთელი საკითხი არის ის, რომ ექვსივე პუნქტზე შედგეს შეთანხმება", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system