თავში

სჯობს, ჩემს თავს მივხედო დამოუკიდებლად - იაგო ხვიჩია

სჯობს, ჩემს თავს მივხედო დამოუკიდებლად - იაგო ხვიჩია
სჯობს, ჩემს თავს მივხედო დამოუკიდებლად - იაგო ხვიჩია

ოპოზიციამ ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა და ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ურჩევნია საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიხედოს.

"ნიკა მელია პარლამენტში უნდა შევიდეს და ერთად საკანონმდებლო საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ. ლოგიკურად ეს უნდა მოხდეს, რა მოხდება, ღმერთმა იცის. ოპოზიციამ შიგნით, ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა და ვერ წარმომიდგენია. ოპოზიციას ერთიანობა ოპოზიციის სიძლიერეს არ წარმოადგენს. მირჩევნია, ბულერებს მარტო გავუმკლავდე, ვიდრე კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად, რადგან მათ მიმართ დანარჩენ კოლეგებს ცალკე პრეტენზიები აქვთ. სჯობს, ჩემს თავს მივხედო დამოუკიდებლად", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system