თავში

სჯობს, მოსამართლეთა დანიშვნაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული -ჰარცელი

სჯობს, მოსამართლეთა დანიშვნაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული -ჰარცელი
სჯობს, მოსამართლეთა დანიშვნაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული -ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე აჩქარება არ შეიძლება.

"ჩვენ, ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-დან და ევროპის საბჭოდან უკვე გამოვთქვით პოზიცია, რომ სჯობს, ცოტა შენელება, რათა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს ამ დანიშვნებთან დაკავშირებით. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, რომ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირი მიდგომა იყოს. იმედი მაქვს, ამ პერსპექტივას გაიზიარებს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება განხილული მაკროფინანსური დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებაში. ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება აჩქარება, რადგან აჩქარება იქნება ცუდი სტარტი ამ ხელშეკრულების განხორციელების პროცესში", – განაცხადა ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system