თავში

სჯობს, რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ - გურამ მაჭარაშვილი

სჯობს, რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ - გურამ მაჭარაშვილი
სჯობს, რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ - გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პრეზიდენტთან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს, არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის მხრიდან. ეს ინსტიტუცია არის დამოუკიდებელი და იღებს, გადაწყვეტილებას როგორც ჩათვლის საჭიროდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს, გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მოძებნოს.

"ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რატომ მოხდა, რომ ჩვენ მივიღეთ ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში. ეს გამომდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, გამომდინარეობდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში არსებული პრაქტიკიდან. რაც შეეხება ოპოზიციის აქტიურობას, მე ვურჩევდი მათ, საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ მონაწილეობა. მათ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი უნდა მუშაობდნენ საქართველოს პარლამენტში. მათ ის კი არ აინტერესებთ, რა ცვლილებები იქნა მიღებული, არამედ ის, რომ მოძებნონ გარკვეული ტექნიკური ხარვეზები და მხოლოდ დღის წესრიგი შექმნან. სჯობს, რომ რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system