თავში

სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი - ლადო კახაძე

სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი - ლადო კახაძე
სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი - ლადო კახაძე

ქვეყანა დემოკრატიის გზაზეა, ყველას აქვს უფლება თქვას ის, რასაც თვლის საჭიროდ. ისეთი შთაბეჭდილება კი მრჩება ხანდახან, რომ სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი. ჩემთვის ეს სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე რაღაც ნიშან-თვისებების ერთობლიობის გამოხატულებაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მაინც თანხმობაზე გავა, გარე სამყარომ უნდა დაინახოს, რომ რაღაცაზე ვთანხმდებით - მიტევებაზე, ერთმანეთისადმი ხელის გაწვდენაზე, გაჭირვებულის დახსნისთვის ვთანხმდებით. სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ. როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიტანოთ ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მას მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system